ცხელი ხაზი : 599647050

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყება

14 სექტემბერი, 2019

➡️   წალენჯიხა-ჩხოროწყუს  მაჟორიტარი  დეპუტატი, საქართველოს  პარლამენტის  წევრი  გოგა  გულორდავა,    სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია,    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია     ნაკიფუს #1  და  ქალაქ  წალენჯიხის  #2   საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
➡️ სკოლებში შიდა სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები    ინტენსიურად მიმდინარეობს. ნაკიფუს საჯარო  სკოლის   სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 89 245 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დავით ერქვანია ასრულებს.

  ➡️ ქალაქ წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლაში , II და III სართულების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტერმინალი ასრულებს, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 109 077 ლარს.

    მიმდინარე წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, 11 საჯარო სკოლაში  განხორციელდა, რისთვისაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოყოფილიქნა თანხა - 403.925 -ის ოდენობით.

    წალენჯიხის  ყველა  საჯარო  სკოლაში  სასწავლო  პროცესი  16  სექტემბერს დაიწყება. 

გააზიარე