ცხელი ხაზი : 599647050

ცოტნე მესხია

ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარე

 

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), მუნიციპალიტეტის
საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;
ბ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო
ჯგუფების მუშაობას;
გ) განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი
სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;
დ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ე) ახორციელებს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ
სხვა უფლებამოსილებებს.

გააზიარე