საკრებულოს ბიუროს სხდომა 30.12.2020
დღეს, 30 დეკემბერს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი დარეჯან დადიანი.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, საკრებულოს კომისიების მიერ წარმოდგენილი დასკვნები და წინადადებები.