ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს წევრებმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

7 მარტი, 2019

✔️7 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ბაკურ სონგულიამ და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლევან შელიამ ჯგალისა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

▶️ ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში (ლეხარჩილეს უბანში) გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 7 931 ლარი. (ხელშეკრულება N63);
▶️ ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში (ლეხარჩილეს უბანში) მილხიდთან გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 34 656 ლარი. (ხელშეკრულება N62);
▶️ ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. ლესალეში (სალიების უბანი) გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 14 454 ლარი. (ხელშეკრულება N58);
▶️ ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში (ლესალეს უბანი, ონძილე) გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 32 549 ლარი. (ხელშეკრულება N60);
▶️ ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში (ლესალეს უბანი, ხიდის შემდგომი აღმართი) გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 35 569 ლარი. (ხელშეკრულება N62);
▶️ სოფ.მედანში (ლარას უბანი) გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 46 503 ლარი. (ხელშეკრულება N64);
▶️ სოფ მედანში გზაზე (60*4მ) ბეტონის საფარის მოწყობა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 27 031 ლარი. (ხელშეკრულება N63);
✔️ აღნიშნული სამუშაოები კომპანია შპს „ქართული სახლის“ მიერ შესრულდა.
✔️ მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მუშახელი.
✔️ სამუშაოები განხორციელდა ,,რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში.

 

გააზიარე