ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა 25.02.2021

25 მარტი, 2021

დღეს, 25 თებერვალს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლევან შელია.

კომისიების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ

3. “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

4. სხვადასხვა

გააზიარე