ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა 29.03.2021

29 მარტი, 2021

დღეს, 29 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს ხუთივე კომისიის ერთობლივი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ფიფია.

 კომისიების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1 .,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2. ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

3. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 სექტემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირდაპირი განკარგვის წესით - იჯარით გაცემაზე მერზე თანხმობის მიცემის შესახებ

5.,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2019-21 წლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

6.სხვადასხვა

გააზიარე