ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა 29.09.2021

29 სექტემბერი, 2021

დღეს, 29 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

 სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაკურ სონგულია.

 კომისიების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ

პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტალის შესრულების მიმოხილვა ნაზარდი ჯამით

პროექტის წარმომდგენი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის აგვისტოს თვის შესრულების შესახებ.

პროექტის წარმომდგენი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

გააზიარე