ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა

27 სექტემბერი, 2017

27 სექტემბერს 14:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საკრებულოს ხუთივე კომისიის გაერთიანებული სხდომა. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1.„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პროექტის წარმომდგენი: ნანა კვარაცხელია მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების(სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი:: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „წალენჯიხის სპორტკომპლექსის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. 
პროექტის წარმომდგენი:: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
4.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის რვა თვის ფინანსური ანგარიშის თაობაზე. 
პროექტის კორნელ კვარაცხელია – მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი 
5.სხვადასხვა.
ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას განცხადების თაობაზე.

გააზიარე