ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

25 April, 2017

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გონერ კვარაცხელია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, ასევე საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი: "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 28 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

გააზიარე