ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 04.09.2020

4 სექტემბერი, 2020

დღეს, 4 სექტემბერს 15:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.

 სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი დარეჯან დადიანი.

რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 აგვსიტოს N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: ჯემალ ბელქანია, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაცია) ჩასატარებლად შენობა-ნაგებობების გამოყოფის თაობაზე

მომხსენებელი: ჯემალ ბელქანია, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

გააზიარე