ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

23 აგვისტო, 2017

დღეს, 23 აგვისტოს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების („ინსექტიციდი-ზონდერი“) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
მომხსენებელი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია - საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია - საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

გააზიარე