ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

13 ივნისი, 2018

13 ივნისს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2015 წლის 13 ივნისს თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი: 1. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 29 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეა სარია - მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

გააზიარე