ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 15.03.2019

15 მარტი, 2019

15 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

2.სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: ჯემალ ბელქანია, მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

3. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის განთავსების თაობაზე.
მომხსენებელი: მანანა ჭანია -საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

გააზიარე