ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 17.01.2019

17 იანვარი, 2019

17 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თბილისში, დიდ დიღომში, მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ხსოვნას.
რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 
1. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" 2018 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

გააზიარე