საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 17.04.2019
17 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების (ასაშენებელი ახალი და სარეაბილიტაციო ამბულატორიები და სტიქიის შედეგების საპრევენციოდ განსახორციელებელი პროექტები) დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ.
მომხსენებელი: ჯემალ კვარაცხელია, მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი