ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 24.12.2018

24 დეკემბერი, 2018

24 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2019-2021 წლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების თაობაზე.

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: ჯემალ კვარაცხელია-მერიის ინფრასტრუქტურის ურბანიზაციის და მშენებლობის სამსახურის უფროსი

2. აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ ერთობილვად დაფუძნების თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: ჯემალ ბელქანია- მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის განყოფილების უფროსი უფროსი

გააზიარე