ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

21 აგვისტო, 2017

21 აგვისტოს 15:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლი ბესიკ ფარცვანია, ასევე საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი: "წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
გამგებლის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: კორნელ კვარაცხელია - მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

გააზიარე