ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

25 დეკემბერი, 2017

25 დეკემბერს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 
1. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების თაობაზე.
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. სხვადასხვა.
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ რეგისტრაციის თაობაზე. ბ) ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ რეგისტრაციის თაობაზე.

გააზიარე