ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

18 იანვარი, 2018

18 იანვარს 14:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელი: თემურ ღვინჯილია-საკრებულოს თავმჯდომარე 2. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეა სარია- მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე. მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეა სარია- მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

 

გააზიარე