ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

23 იანვარი, 2018

23 იანვარს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი: "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეა სარია - მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

გააზიარე