ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა.

25 ივლისი, 2018

მ/წლის 25 ივლისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდმარეობდა კომისიის თავმჯდომარე მანანა ჭანია. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის ანგარიში 2018 წლის ექვს თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების მიმოხილვა ნაზარდი ჯამით.
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების 2018—2020 წლებისთვის საავტორიზაციო სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე.

გააზიარე