ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა

31 May, 2017

31 მაისს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გონერნ კვარაცხელია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.მომხსენებელი: ზაურ სამუშია – მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი.

2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პიდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში გაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის 
გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პიდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში გაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის 
გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

5. სხვადასხვა

გააზიარე