ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა

30 ივნისი, 2017

30 ივნისს 11:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გონერ კვარაცხელია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
გამგებლის მიერ მომხსენებელად დანიშნული პირი: კორნელ კვარაცხელია– მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. 
4..„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
გამგებლის მიერ მომხსენებელად დანიშნული პირი: კორნელ კვარაცხელია – მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. 
5.„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

7.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ( 100 ცალი ნაგვის ურნა, კონტეინერი) თხოვების ფორმით სარგებლობაში გაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
გამგებლის მიერ მომხსენებელად დანიშნული პირი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
გამგებლის მიერ მომხსენებელად დანიშნული პირი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

9. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ გზების სიის განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა). 
მომხსენებელი: ანზორ ფიფია, საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე.

10. “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების თაობაზე” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N63 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ანზორ ფიფია, საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე.

11.სხვადასხვა

გააზიარე