ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა

31 აგვისტო, 2017

31აგვისტოს 12:000 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის N42 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 მარტის N14 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

3. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

4. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ასმათ კვარაცხელია-საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე .

5.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში აუქციონის ფორმით იჯარით გაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ შესახებ.
მომხსენებელი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
7.სხვადასხვა

გააზიარე