ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა

27 აგვისტო, 2018

27 აგვისტოს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურების თანამშრომლები. სხდმაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: თენგიზ ფიფია- საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 2.„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი 3.სხვადასხვა ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ივლისის თვის შესრულების შესახებ. მომხსენებელი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

გააზიარე