ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა

22 ოქტომბერი, 2018

22 ოქტომბერს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურების თანამშრომლები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (ქ. წალენჯიხა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე (მიწის (უძრავი ქონების ს/კ ნ47.11.43.097) სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. მომხსენებელი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვისსამსახურის უფროსის მ/შ 2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 მაისის N19 დადგენილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. მომხსენებელი: თენგიზ ფიფია -საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 3.სხვადასხვა. ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სექტემბრის თვის შესრულების შესახებ. მომხსენებელი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

 

გააზიარე