ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 2018 წლის 28 სექტემბერი

28 სექტემბერი, 2018

28 სექტემბერს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურების თანამშრომლები და მოქალაქეები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვისსამსახურის უფროსის მ/შ

2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის და თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. 
მომხსენებელი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვისსამსახურის უფროსის მ/შ

3.„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 31 ივლისის N18 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: თენგიზ ფიფია- საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

4. სხვადასხვა
ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის აგვისტოს თვის შესრულების შესახებ. 
მომხსენებელი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

ბ) მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას განცხადების თაობაზე.

მომხსენებელი: თემურ ღვინჯილია, საკრებულოს თავმჯდომარე


გააზიარე