ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 25.01.2019

25 იანვარი, 2019

25 იანვარს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ასევე საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 
მომხსენებელი: ჯემალ ბელქანია -მერიის იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

2. “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ჯემალ ბელქანია -მერიის იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

3 . ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N47-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ჯემალ ბელქანია -მერიის იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

4.ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე. 
მომხსენებელი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

5.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

6.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

7. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე და საკრებულოს აპარატზე საწვავისა და სატელეფონო ბარათების ხარჯვის ლიმიტის დაწესების შესახებ“ 
მომხსენებელი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

გააზიარე