ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 25.02.2019

25 თებერვალი, 2019

25 თებერვალს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

3.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის და თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი:გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

4.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში აოქციონის ფორმით იჯარით გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი:გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

5.„მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი:თენგიზ ფიფია -საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

6. სხვადასხვა
ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის იანვრის თვის ფინანსური ანგარიში. 
მომხსენებელი:თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

გააზიარე