ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 25.06.2020

25 ივნისი, 2020

დღეს, 25 ივნისს 10:00 სთ-ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ქ.წალენჯიხის კინოთეატრის დარბაზში გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში აუქციონის ფორმით - (იჯარით) გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

2. " საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2019-21 წლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების თაობაზე" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკებმრის #34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

3. "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის #6 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

 

 

გააზიარე