ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 26.02.2021

26 მარტი, 2021

დღეს, 26 თებერვალს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი დარეჯან დადიანი.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული

ფასის დადგენის შესახებ

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი

2. “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3. სხვადასხვა

გააზიარე