ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 26.11.2019

26 ნოემბერი, 2019

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები გრძელდება.
25 ნოემბერს 13 :00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-იების ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხედვისა და საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე;
მომხსენებელი: თემურ ღვინჯილია, საკრებულოს თავმჯდომარე
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
 საკრებულომ დაადგინა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტთან და წარმოდგენილ შენიშვნებთან ერთად დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი რეაგირებისთვის.

გააზიარე