ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 28.12.2018

28 დეკემბერი, 2018

28 დეკემბერს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილე, ასევე საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 29 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი თეა სარია/

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ;
/მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი თეა სარია/

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ;
/მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, 
ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის
უფროსი მერაბ შონია/
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე;
/მერიის იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების 
უფროსი ჯემალ ბელქანია/
5.„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ფიფია/
6. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მერიის იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების
უფროსი ჯემალ ბელქანია/
7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე საწვავისა და სატელეფონო ბარათების ხარჯვის ლიმიტის დაწესების შესახებ;
/საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ფიფია/

8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. 
/საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ფიფია/

8. სხვადასხვა

გააზიარე