ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 29.01.2021

29 იანვარი, 2021

დღეს, 29 იანვარს 14:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომათა დარბაზში გაიმართა 2021 წლის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი დარეჯან დადიანი.

 სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.

 სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

2. ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2019-21 წლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების

გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი: ცოტნე შონია, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

4. საკრებულოს ნორმატიული აქტების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

მომხსენებელი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

5.სხვადასხვა

გააზიარე