ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 29.05.2020

29 May, 2020

დღეს, 29 მაისს 12:00 სთ-ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ქ.წალენჯიხის კინოთეატრის დარბაზში გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის N6 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი
3. საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირდაპირი განკარგვის წესით - იჯარით გაცემაზე მერზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი

გააზიარე