ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა

29 სექტემბერი, 2017

29 სექტემბერს 12:000 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
გამგებლის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: ნანა კვარაცხელია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების(სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
გამგებლის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „წალენჯიხის სპორტკომპლექსის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. 
გამგებლის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის.

4.სხვადასხვა.
ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას განცხადების თაობაზე.

გააზიარე