ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 30.03.2021

30 მარტი, 2021

30 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი დარეჯან დადიანი.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:

1. ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: ჯემალ ბელქანია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 23 სექტემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი:ჯემალ ბელქანია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

3. ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი:ჯემალ ბელქანია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

4. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირდაპირი განკარგვის წესით - იჯარით გაცემაზე, მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

5. "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2019-21 წლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი:გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

6.სხვადასხვა

. 

გააზიარე