ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 30.09.2020

30 სექტემბერი, 2020

დღეს, 30 სექტემბერს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი დარეჯან დადიანი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი

3.სხვადასხვა

გააზიარე