ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 30.12.2020

31 დეკემბერი, 2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

 დღეს, 30 დეკემბერს 15:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

 სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი დარეჯან დადიანი.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:

1. “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

(მომხსენებელი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერის საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის უფროსი)

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხედვისა და საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე.

(მომხსენებელი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიიჯეტო სამსახურის უფროსი)

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმის შესახებ

(მომხსენებელი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

(მომხსენებელი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირათა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

(მომხსენებელი: ჯემალ ბელქანია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი)

6. სხვადასხვა

გააზიარე