ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 31.05.2021

31 May, 2021

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან დადიანი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების მიმოხილვა ნაზარდი ჯამით

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-

საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

4. საკრებულოს კომისიების მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის

მოსმენა:

ა) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისია

მომხსენებელი:ბაკურ სონგულია,საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

ბ) საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია

მომხსენებელი: დალი კვარაცხელია, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია

გ) საკრებულოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია

მომხსენებელი:ლევან შელია, საკრებულოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

დ) საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია

მომხსენებელი: მანანა ჭანია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

ე) საკრებულოს სამანდატო. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია

მომხსენებელი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სამანდატო. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

5. სხვადასხვა

გააზიარე