ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა 31.08.2020

31 აგვისტო, 2020

✅ დღეს, 31 აგვისტოს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.

✅ სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი დარეჯან დადიანი.

✅ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: თეა სარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2 დადენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .

მომხსენებელი: ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ქონების საპრივატიზებო

ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის შესახებ

მომხსენებელი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხსენებელი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი

5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხსენებელი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი

6. სხვადასხვა

 

გააზიარე