ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა

29 დეკემბერი, 2017

29 დეკემბერს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურების თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 

  1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების თაობაზე;
  2.  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის 2018 წლის  ბიუჯეტის  შესახებ;
  3.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.
  4. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
  5. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
  6. მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის(2018-2022წწ.)განხილვის შესახებ;
  7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე საწვავის  და სატელეფონო ბარათების ხარჯვის ლიმიტის დაწესების  შესახებ;
  8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების  შესახებ.
  9.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე.
  10. სხვადასხვა              


გააზიარე