ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა.

31 იანვარი, 2018

31 იანვარს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურების თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: თენგიზ ფიფია - საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
2. " წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N 57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი : მანანა ჭანია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
4. სხვადასხვა
ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მეოთხე კვარტალის შესრულების მიმოხილვა ნაზარდი ჯამით.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი : ზაურ სამუშია - მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსი

გააზიარე