ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს სხდომა

27 April, 2018

27 აპრილს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურების თანამშრომლები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გიორგი ლუკავა, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: თენგიზ ფიფია - საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი სამართლებრივ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
მომხსენებელი: თენგიზ ფიფია - საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

4. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის განაწილებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების წესების დამტკიცების შესახებ“.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი.

5..წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (სს დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეიმურაზ მებონია , მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ

6.სხვადასხვა

გააზიარე