ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ

31 ოქტომბერი, 2017

ქალაქ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თემურ ღვინჯილიას ანგარიში 2014-2017 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.

მ/წლის 30 ოქტომბერს ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობის წინაშე, 2014 -2017 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. მან ისაუბრა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებაზე. შეხვედრა მიმდინარეობდა დიალოგის რეჟიმში, სადაც გამოიკვეთა ის სფეროები სადაც მოსახლეობა უფრო მეტ ყურადღებას ითხოვდა. შეხვედრის დასარულს სიტყვით გამოსულმა რიგითმა ამომრჩევლებმა მადლობა გადაუხადეს საკრებულოს თავმჯდომარეს გაკეთებული საქმეებისთვის და თანადგომისთვის.

გააზიარე