ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

21 სექტემბერი, 2018

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის და თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

3. ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის აგვისტოს თვის შესრულების შესახებ. 

ბ) განცხადების განხილვის თაობაზე.

.

გააზიარე