ცხელი ხაზი : 599647050

სამოქალაქო მრჩეველთა საჭოს სხდომა

25 დეკემბერი, 2017

დღეს, 25  დეკემბერს,   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სათათბორო  ორგანოს-სამოქალაქო  მრჩეველთა     საჭოს  სხდომა  გაიმართა.  საბჭოს  წევრებმა  მოიწონეს    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  2018  წლისთვის  გათვალისწინებული    პროექტები.

    საქართველოს  რეგიონალური  განვითარების  პროექტების  ფარგლებში,     2018 წელს დაგეგმილი პროექტები , რომლებიც საბჭომ  მოიწონა-ესენია

  ქ.წალენჯიხის საბავშვო ბაღების მშენებლობა (მეორე ეტაპი),

ქ.წალენჯიხაში მულტიფუნქციური შენობის მშენებლობა,

მიქავას   ადმინისტრაციული ერთეულის  ცენტრალური გზის რეაბილიტაცია,

წყალსადენის რეაბილიტაცია და ჭაბურღილების მოწყობა წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში,

ქ.წალენჯიხაში, ზღვაიას დასახლებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ,

ქ.წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის, კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია,

ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, იუსტიციის სახლის ეზოს კეთილმოწყობა,

ქ.წალენჯიხის ცენტრალურ ქუჩებზე გარე განათების რეაბილიტაცია, ქ.ჯვარში სპორტული დარბაზისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია.

გააზიარე