ცხელი ხაზი : 599647050

სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან

8 ოქტომბერი, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ლაშა არქანია.

 თათბირზე ისაუბრეს   ტერიტორიულ ერთეულებში   არსებულ მდგომარეობაზე და განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

 შეხვედრაზე ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ან იგეგმება. 

გააზიარე