სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელებთან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ისაუბრეს მავნებელ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე. როგორც აღინიშნა, მავნებელი ყველაზე მეტად ისევ ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში ფიქსირდება, მავნებელი ამ ეტაპზე შეესია სიმინდის ყანებსა და ხეხილს.
შეხვედრაზე ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, გვალვების შედეგად გამოწვეულ წყლის დებეტის სიმცირეს და აქედან გამომდინარე, ისაუბრეს პრობლემების დადებითად გადაჭრის გზებზე.