ცხელი ხაზი : 599647050

სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

16 ივლისი, 2018

        წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერმა,  ბესიკ ფარცვანიამ  მერის წარმომადგენლებთან   ყოველკვირეული  სამუშაო   შეხვედრა  გამართა.

          შეხვედრას  ასევე  ესწრებოდნენ მერის  პირველი მოადგილე  გიორგი ლუკავა,   მერის მოადგილე სევერიანე შეროზია .

   ბესიკ ფარცვანიამ  მერის წარმომადგენლებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია   ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების  მიმდინარეობასთან   დაკავშირებით.

მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, ეტაპობრივად, ყველა  ადმინისტრაციულ ერთეულს  მოიცავს.

 შეხვედრაზე ამავდროულად     განიხილეს   სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.

გააზიარე